ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემას ქველმოქმედების უპრეცენდენტო მაგალითს უწოდებენ მმართველ გუნდში. “ქართული ოცნების” წევრები დღეს ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ქველმოქმედება წინასაარჩევნო მოსყიდვა არ არის. “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ მათთვს მიუღებელია იმ ადამიაების კრიტიკა, რომლებმაც დედაქალაქის რეკრეაციული სივრცეები გაასხვისეს.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდმა “ქართუმ” გუშინ გადასცა. რეკრეაციულ სივრცეში ივანიშვილის ფონდი თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობას გეგმავს. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, იპოდრომის განვითარების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და მის დასრულებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. პრეზენტაციის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.