ძალადობას ხელისუფლებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს – თამარ კორძაია | 05.10.2020

“ქართული ოცნების”  ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია და დაუსჯელი მოძალადეები –  ასე გამოეხმაურა “ძალა ერთობაშიას” წევრი, თამარ კორძაია ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიების, არასამთავრობო სექტორებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს.  ამბობს, რომ ძალადობას ხელისუფლებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და რეალური  მოძალადეების იდენტიფიცირების მიუხედავად , ბრალდებულის სკამზე მხოლოდ დაზარალებულები სხედან.