“ქართული ოცნების” ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია და დაუსჯელი მოძალადეები – ასე გამოეხმაურა “ძალა ერთობაშიას” წევრი, თამარ კორძაია ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიების, არასამთავრობო სექტორებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს. ამბობს, რომ ძალადობას ხელისუფლებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და რეალური მოძალადეების იდენტიფიცირების მიუხედავად , ბრალდებულის სკამზე მხოლოდ დაზარალებულები სხედან.