ზუსტად 8 წელი ქვეყნის სათავეში – 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორული არჩევნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ “ქართული ოცნება” მმართველობის გახანგძლივებას კიდევ 4 წლით აპირებს. გადამწყვეტი არჩევნებიდან 8 წლის თავზე ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სახელმწიფო ინტერესების საზინოდ არაერთი ნაბიჯი გადადგა, რამაც ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბარბარე რაფალიანცის თემის მანიპულერებით მოსულმა ხელისუფლებამ საკუთარი დრო უკვე ამოწურა.
განვლილი 8 წლის შეფასებისას მმართველი გუნდი მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე არ საუბრობს და აქცენტს მხოლოდ დადებით მხარეებზე აკეთებს. “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ მათი ძალისხმევით დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში დაჩქარდა, გათავისუფლდა სასამართლო და მოიხსნა წნეხი ბიზნესზე.
31 ოქტომბრის გადამწვეტ არჩევნებამდე უკვე თვეზე ნაკლები რჩება, პოლიტიკური პარტიები კი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. იქნება თუ არა “ქართული ოცნება” პირველი ვინც ხელისუფლებაში ზედიზედ სამი ვადით დარჩება, ეს 1 ნოემბერს ხმების დაჯამების შემდეგ გაირკვევა.