რა ჩვენება მისცა გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოს [30.09.2020]

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, ე.წ. ოქროს მოწმე  გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა. მას სასამართლოს ტერიტორია ისე დაატოვებინეს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.  სწორედ  გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან “ტოიოტა ქამრის” მგზავრებს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულების ავტომობილში არჩილ გაგნიძის მითითებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაჯდა.   ბრალდებულთა ადვოკატები კი ფიქრობენ, რომ  გურამ ამირხანაშვილის მიერ სასამართლოსთვის მიცემული დღევანდელი ჩვენება პროკურატურის პოზიციის გაჟღერება იყო. შეცვლილი ჩვნებების მიუხედავად,  ამირხანაშვილი სანდო მოწმეა სახელმწიფო ბრალდებისთვის.