2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. 31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ტემპერატურა განსაკუთრებით მატულობს და პოლიტიკურ არენაზე დაძაბულობაც იზრდება. მწვავე სიტყვიერი და ფიზიკური დაპისპურების ეპიცენტრი უკვე რამდენიმე დღეა მარნეულია, სადაც ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაუპირსპირდნენ. ოპოზიცია ძალადობის წახალისებაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს. ფიქრობენ, რომ მმართველი ძალა არჩევნების მოგებას სწორედ ძალადობით ეცდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, ძალადობის გახშირებული ფაქტები მოსახლეობას არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს და “ქართული ოცნება” დამარცხდება.
“ქართული ოცნება” კი ოპოზიციის პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიცია მომავალი მარცხის გადაფარვას სწორედ პროვოკაციების ხარჯზე ცდილობს. მარნეულში მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ოპონეტებს დააკისრა, მარნეულში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმაც.
დაპირისპირება მარნეულის ცენტრში გვიან ღამით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის შელაპარაკებით დაიწყო, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტისას თავს დაესხნენ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს. ფიზიკური დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა – ჯეიჰუნ მუჰამედ ალიმ. დამტვრეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკაც.
გუშინდელი დაპირპირების შედეგად დაშავდნენ ადგილობრივი აქტივისტებიც. ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალქო პლატფორმა 2020-ის წარმოამდგენელ გიორგი მუმალაძესაც, რომელიც მარენეულის საარჩევნო ოლაქში სადამკვირვებლო მისიას ახოციელებს. მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აქტივისტები, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამ წარმოამდგენელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე ცნობით, ყველა ის პირი, რომელიც მას დაესხა თავს იდენტიფიცირებულია და შესაბამის რეაგირებას ელოდება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.