ფიზიკური ძალადობის, ზეწოლა-მუქარის, ამომრჩეველთა მოსყდვისა და სააგიტაციო მასალების დაზიანების სავარაუდო ფაქტები – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მეოთხე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. კველვაში, რომელიც 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს წერია, რომ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7, ზეწოლა-მუქარის კი 24 ფაქტი გამოვლინდა.
გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღეს მთავარ გამოწვევად კვლავ ამომრჩეველზე, აქტივსტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები რჩება. მათი შეფასებით, მსგავსი შემთხვევები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად აზიანებს და აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
“სამართლიანი არჩვენების” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსს სრულად იზაირებს საპარლამენტო ოპოზიცია. ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია და ძალაუფლების შენარჩეუნებას ძალადობრივი გზითაც ვერ შეძლებს. ოპონენტები ხელისუფლებას სამართლიანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
განსხვევებულია მმართველი გუნდის პოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობა სამართლიანი არჩვენების მიერ გამოქყვეყნებულ ანგარიშს არაკომპეტენტურს და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ თუკი ვინმე არჩევნბის დემოკრატიულად ჩატარებას ცდილობს – ეს სწორედ მმართველი გუნდია.
“სამართლიანმა არჩვნებმა” მეოთხე შუალედურ ანგარიშში ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული რეკომნდაციებიც წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავიშეიკავონ და არდაუშვან ფიზიკური ძალადობის განხორციელება. არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და საკუთარი საქმიანობა კანონმდებლობის ფარგლებში განახორციელონ. სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის წარდგენას 31 ოქტომბრამდე კიდევ გეგმავს.