ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – პროკურატურა პროგრამისტ გიორგი ლუბარეცით დაინტერესდა [29.09.2020]

ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. პროკურატურა ამჯერად პროგრამისტ გიორგი ლუბარეცით დაინტერესდა. დალუქულია პროგრამისტის პირადი ტელეფონიც. დაკითხვაზე თანხმობა ლუბარეცმა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით განაცხადა.  პროკურატურის კითხვები ძირითადად ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ბოლო დღეს ეხებოდა, როდესაც ახალგაზრდა პროგრამისტი თამარის ადგილსამყოფელს გუგლის საშუალებით ეძებდა.   გამომძიებლებს ასევე აინტერესებდათ, აწვიდიდა თუ არა პროგრამისტი რაიმე სახის ინფორმაციას ჟურნალისტებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში.