ნაცმოძრაობა ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს – “გირჩის” ლიდერი ბოდიშის მოხდას არ აპირებს [25.09.2020]

“ნაციონალური მოძრაობა” ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. საქმე ეხება “გირჩის” ლიდერის იმ განცხადებას,  რომელშიც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ  მისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანი არ არის. სალომე  სამადაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ “გირჩის” ლიდერმა ბოდიში უნდა მოიხადოს.

“გირჩის” ლიდერი კი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სალომე სამადაშვილის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ მას საბოდიშო  არაფერი უთქვამს. ჯაფარიძის განმარტებით, მისთის რომელიმე პარტიის ხმებზე ფასეული სიმართლის თქმაა. როგორც “გირჩის” ლიდერი ამბობს, შეურაცხმყოფელი სხვა პარტიებისთვის თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებებია.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “გირჩის” ლიდერებს შორის  დაპირისპირებას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაზე კონცენტირება უნდა იყოს და არა ერთმანეთის კრიტიკა.