წინასაარჩევნო დარღვევბზე საუბრობს “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ და ცესკოსგან რეაგირებას მოითხოვენ. საგანგებო ბრიფინგზე 20/20-ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ფაქტების დასადასტურებლად ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა. ამ მასალებიდან კი ირკვევა, რომ მარნეულის N22-ე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ დამოუკიდებელი წევრები ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები არიან. ირგანიზაციაში ამბობენ, რომ კომისიის ეს წევრები “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის ზაურ დარგალის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ.