რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია [24.09.2020]

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ოკუპირებული ცხიონვალის რეგიონიდან დაიძრა, ერგნეთს გადაუფრინა და გეზი ოკუპირებული ახალგორის მიმართლებით აიღო. ინციდენტი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად მოხდა. მომხდარის გამო შეხვედრა არ შეწყვეტილა. შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებია, მათ შორის ტყვეების გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ამ დრომდე რჩება რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი.