ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენლების მორიგი აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან. დაზარალებულები ხელისუფლებისგან მუშაობის განახლების უფლებას ან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ. ამბობენ, რომ კორონა პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობით ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ და რამდენიმე მათგანმა კრედიტის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონებაც კი დაკარგა. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენლები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.