კორონავირუსის მეორგი მსხვერპლი ქვეყანაში. COVID-19-ით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა [24.09.2020]

კორონავირუსის მეორგი მსხვერპლი ქვეყანაში. COVID-19-ით 26-ე პაციენტი ბათუმში  გარდაიცვალა.  ბოლო 48 საათის განმავლობაში ჯამში 5 პაციენტი დაიღუპა. გასულ დღე-ღამეში კი კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კოვიდ ინფექცია 259 ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა ვირუსის რეკორდული მატების მიუხედავად ექიმები მოსახლეობას ამშვიდებენ და  ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართულია. კოვიდ ინფიცირებულების აქტიურ შემთვევათა რაოდნებამ კი 2000-ს გადააჭარბა, 18 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ახალი შემთხვევაბიდან 43 დედაქალაქში დაფიქსირდა.

ეპიდემიის ეპიცენტრი კვლავ აჭარაა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ  164 ადამიანი დაინფიცირდა. გაჩნდა ახალი კერაც.  ქობულეთში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია და “აჭარა ტექსტილის” 1000-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. მიზეზი  ხუთი თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირებაა. COVID-19-ით 5 პირი დაინფიცირდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოშიც.

COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. კორონავირუსი დაუდასტურდათ ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას. მეოთხე ახალი შემთხვევა სოფელ გვიმრიანში მცხოვრებია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა 22-ით გაიზარდა იმერეთშიც, 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, მათგან ხუთია ზუგდიდში. ერთი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია, დანარჩენი ოთხი კი ინფიცირებული მესანთლე ქალისა და ოქროს ბირჟის თანამშრომელი კაცის კონტაქტია. სკოლის კლასტერი გაიზარდა ოზურგეთში. დაბა ლაითურში, პედაგოგს რომელიც სკოლაში დადიოდა და გაკვეთილებს ატარებდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. პედაგოგთან ერთად კოვიდინფექცია სამ მოსწავლეს დაუდასტურდა.

მზარდია ინფიცირების მაჩვენებლი ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც ინფექცია კიდევ 62 პირს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი რვამდე გაიზარდა. გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობა 89 კოვიდინფიცირებულს უტარდება. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

32 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულტა რაოდენობამ მსოფლიოში. ვირუსის სწრაფი ზრდის გამო სახელმწიფოების ნაწილი შეზღუდვებს ისევ ამკაცრებს. ხვალიდან 10 ოქტომბრამდე ისრაელი სრული კარანტინის გამოცხადებას გეგმავს. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ მარსელში ორშაბათიდან ყველა ბარი და რესტორანი დაიხურება. შეზღუდვების ხელახლა დაწესებას ვარაუდობენ კანადასა და დიდ ბრიტანეთშიც. ეპიდსიტუაცია მძიმეა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. რუსეთში  დღე-ღამეში 150 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილებს შორის არის რუსეთის დუმის დეპუტატიც. ვირუსს 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთში, ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი სომხეთში 3-ით, აზერბაიჯანში კი 2-ით გაიზარდა.