საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან – მოქალაქეები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზე მშენებლობის უფლებას ითხოვენ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთები წლებია შეძენილი აქვთ, თუმცა ვერ იყენებენ, რადგან მერიამ მათ ლანდშაფტური სტატუსი მიანიჭა, რაც ამ შემთხვევაში, საკანალიზაციო ქსელის არარსებობის გამო, საცხოვრებლად გამოუსადეგარ ტერიტორიას გულისხმობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტულ საპროტესტიო აქციებს გამართავენ.
საპრტესტო აქციაზე შეკრებილი მოაქალაქეების მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტება დღეს თბილისის მერიაში გაკეთდა. განმარტეს, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწები ლანდშაფტურ ზონაში აქვთ, მერია ტერიტორიების ჩანაცვლებას სთავაზობს.