საჩხერე განვითარების მაგალითად ვერ გამოდგება – ოპოზიცია გახარიას პასუხობს (22.09.2020)

ოპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გუშინ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება გახარიას მიერ “ქართული ოცნების” პარტიულ შეხვედრაზე წარმოთქმულ სიტყვას, რა დროსაც მან საქართველოს განვითარების სამომავლო მოდელად საჩხერე დაასახელა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ მხარეში ხალხი ისევე შიმშოლობს, როგორც საქართველოს სხვა მხარეებში, ამიტომ საჩხერე განვითარების მაგალითად ვერ გამოდგება.