რუსული სპეცსამსახურების ჩართულობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და კრემლის მიერ მართული ჯგუფები – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ პუტინის ყოფილი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი საქართველოში პრორუსული ძალების მობილიზებას ახდენს. ნათელაშვილი ამბობს, რომ კრემლის მთავარი მიზანი ქვეყანაში საარჩევნო გადატრიალების მოხდენა და მდგომარეობის დესტაბილიზაციაა, რაშიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სასულიერო პირებიც არიან ჩართულნი. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი დახმარების თხოვნით საქართველოს საერთაშორისო პარტიონერებსაც მიმართავს და მათგან სურკოვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.