პარტია “ჩვენი საქართველო” მთავრობას ოფიციალური საარსებო მინიმუმის გაანგარიშების ახალ მეთოდოლოგის სთავაზობს. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, 182 ლარი, რომელიც დღეს ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმია, თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების მინიმალურ სტანდარტებს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ის ხელისუფელბას სამი კრიტერიუმისგან შემდგარ რეალურ გაანგარიშების სქემას სთავაზობს, რომელიც ერთ სულზე საარსებო მინიმუმის გაზრდას 386 ლარამდე ითვალისწინებს.