ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად “საქართველოს რეფორმატორთა კავშირმა” პოლიტიკურ მოძრაობა “ტრიბუნა”-სთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი იმ სამ ძირითად პრობლემას მოიცავს, როგორებიცაა – დასაქმება, სახელმწიფოს მიზეზით დაზრალებულთა, მილიარდობით ლარის ზარალის კომპენსაცია და უკონტროლო მშენებლობის წინააღმდეგ პრობლემების მოგვარება. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მისი პარტია ამ კანონის პარლამენტში ინიცირებისა და მაქსიმალური მხარდამჭერის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას აიღებს.