ბავშვთა გასართობი ცენტრების პროტესტი და ულტიმატუმი ხელისუფლებას. მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ბავშვთა გასართობი ცენტრის, “მინიონის” თანამშრომნლებმა სექტორის წინაშე არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრეს და მთავრობისგან საგადასახადო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია მოითხოვეს. კომპანიიის წარმომადგენლების თქმით, პანდემიის პირობებში მათ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ, რის გამოც 70-მდე ადამიანს სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება. ბავშვთა გასართობის ცენტრის თანამშრომლები მთავრობისგან ბიზნესის ამოქმედების გეგმასა და მუშაობის უფლების განახლებასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.