სოცილური დახმარებების გაცემის ნაცვლად ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაში დაადანაშაულა დღეს ხელისუფლება “ევროპულმა საქართველომ”. როგორც სერგი კაბანაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, არასამთავრობო სექტორის მიერ გასაჯაროებულ კვლევაზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ “ქართული ოცნების” მთავრობამ 20 მილიონი ლარი საჯარო უწყებებში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებში დახარჯა, რომლებიც მისივე თქმით თანამდებობებზე კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნენ.