გაუფასურებული ლარი, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი და ქონების დაყადაღების მომატებული შემთხვევები – ამ თებემზე ისაუბრა დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა. გიორგი ვაშაძე ვითარების გასაუმჯობესებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავს და კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას სთხოვს. ამბობს, რომ ხელისუფლება ხალხს შიმშილისთვის წირავს და არაფერს აკეთებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად.