ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ თავისუფალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს. ამის შესახებ განცხადებები ევროდეპუტატებმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს გააკეთეს, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარების შეფასებით, საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას. დეპუტატმა ანა ფოტიგამ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, გიორგი რურუას შესახებაც ისაუბრა და ხელისუფლებას მისი გათავისფლებისკენ მოუწოდა. ევროდეპუტატებმა რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზე და მცოცავ ანექსიაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიოტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს მხარი უნდა დაუჭიროს. კიდე ერთი საკითხი რაზეც დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს მართლმსაჯულების რეფორმა იყო. მათი მოსაზრებით საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უნდა გადახედოს.