„გაერთიანებული ოპოზიცია კი არ იშლება, პირიქით, ფართოვდება” – ვისთან შექმნა ენმ-მ საარჩერვნო ბლოკი (15.09.2020)

“ნაციონალურმა მოძრაობამ”  4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ბლოკში “რესპუბლიკური პარტია”, “ევროპელი დემოკრატები”, “პროგრესი და თავისუფლება” და “სახელმწიფო ხალხისათვის” გაერთიანდნენ. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ამბობს, გაერთიანებული ოპოზიცია არა თუ იშლება, პირიქით – ფართოვდება. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ გაერთიანებული ძალებით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება უფრო მარტივი იქნება. შეგახსენებთ, რომ 8 წლის წინ, გაერთიანებაში შემავალი პარტიების ნაწილი, “ქართულ ოცნებასთან” ერთად, “ნაციონალურ მოძრაობის” წინააღდეგ იბრძოდა.