ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში. მშობლები, ექსპერტები, და პოლიტკოსები რეგულაციების წინააღმდეგ (15.09.2020)

ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში. მშობლები, ექსპერტები და პოლიტკოსები რეგულაციების წინააღმდეგ გამოდიან. პროტესტი საქართველოს ხელისუფლების განათლების პოლიტიკის მიმართ მასშტაბურია. მოქალაქეები თვლიან, რომ კორონავირუსის გამო სწავლის ხანგძლივი შეწყვეტა თავის მოტყუებაა, რადგან ვირუსი უახლოესი თვეების განმავლობაში არსად წასვლას არ აპირებს. პარლამენტის წინ დღეს შეკრებილმა მშობლებმა და კერძო სკოლების წარმოამდგენლებმა ხელისუფლებას სპეციალური გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდეს, რომლის მიხედვითაც, წესების დამცველ სკოლებს საგაკვეთილო პროცესის განახლების საშუალება მიეცემა.

სწავლის დაწყების პირველივე დღეს  აქცია გაიმართა განათლების სამინისტროსთანაც, სადაც ოპოზიცია პლაკატებითა და ტრანსფარანტებით მივიდა. “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ სტუდენთებთან და მოსწავლეებთან ერთად, სამინისტროსთან  მწყობრიდან გამოსული სისტემის საილუსტრაციოდ გაფუჭებული კომპიუტერიც მიიტანა და განათლების სამინისტრო უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. დოლიძის პოზიციას იზიარებენ სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

კორონაპანდემიის გამო გადავადებულ სასწავლო პროცესთან შენიშვნები აქვთ განათლების ექსპერტებსაც. ფიქრობენ, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ განათლების სისტემას, გადავადებული სასწავლო პროცესი დიდ დარტყმას აყენებს, რაც საბოლოოდ მოსწავლეების განათლების ხარისხზე ისახება. განათლების სფეროს ექსპერტის, მარიამ გერსამიას აზრით, აუცილებელია ხელისუფლებას ეპიდემიის დროს სწავლების მკაფიო გეგმა ჰქონდეს.

გამოწვევებს აღიარებენ, თუმცა საკუთარ ძალაში დარწმუნებულები არიან თავად განათლების სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ სწავლის კიდევ ერთხელ გადავადება კორონავირუსის მეორე ტალღითაა გამოწვეული, თუმცა რას აპირებენ ისინი თუ მეორე ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა, ეს ამ დრომდე უცნობია. მინისტრი ამბობს, რომ განათლების სფერომ ონლაინ სწავლებისგან საკმარისი გამოციდლება უკვე მიიღო, მოსწავლეებისთვის დაკლებულ განატლებას კი ტელესკოლა აანაზღაურებს.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა რეკორდულად იმატებს, რაც ბადებს ეჭვს, რომ  დისტანციურ სწავლებაზე საჯარო და კერძო სკოლები, კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან. მშობლები და ექსპერტები კი თვლიან, რომ საზოგადოების უსაფრთხოება აუცილებელია, თუმცა ამით ბავშვების განათლებას ხელი არ უნდა შეეშალოს.