პოლიტიკური პარტია “სამართლიანობისთვის” საარჩევნო სიის ათეული და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე ცნობილია. ისინი პარტიის ლიდერმა, დღეს მცხეთაში გამართულ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე წარადგინა. ეკა ბესელიას გადაწყვეტილებით, სიაში შემავალი პირებიდან ყოველი მესამი – ქალია.