საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე დღეს გამოაცხადა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. გამსახურდიას ადვოკატის თქმით, საქალქო სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა დაკავებულების ადვოკატები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.
ცოტნე გამსახურდია თბილისში გასული წლის დეკემბერში დაჭრეს. ამის შედეგად ის კომაშიც იყო. გამსახურდიას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთის კლინიკებში. 13 ივლისიდან კი ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. მისი მკურნალობის ხარჯებს ფონდი “ქართუ” ანაზღაურებს.