პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა (10.09.2020)

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, საპარკინგე ადგილზე სტანდარტული გადასახადი საათში 1 ლარს შეადგენს, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები,  შშმ და ელექტრო ავტომობილის მქონე პირები ზონალური პარკირების გადასახადისგან თავისუფლებიან. საპარკინგე  ტერიტორიებზე განთავსებულია სპეციალური ჯიხურებიც, სადაც მოქალქეებს წესებთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.