კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ხელისუფლების მცდელობა ვირუსის თემა წინასაარჩევნოდ გამოიყენოს (10.09.2020)

კორონავირუსის მეორე ტალღა თუ ხელისუფლების მცდელობა ვირუსის თემა წინასაარჩევნოდ გამოიყენოს – ხალხის აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, რეგულაციების უგულებელყოფას უკავშირებს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ინფექციის თემას  “ქართული ოცნების” ხელისუფლება  წინასაარჩევნოდ იყენებს. თუმცა როგორც გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა, ქვეყანაში ტურისტულმა სეზონმა განაპირობა.