მიხეილ სააკაშვილი კოალიცია “ძალა ერთობაშიას” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გუშინ ოფიციალურად დასახელდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა და თქვა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, თუმცა მხოლოდ ისეთ პირობებში, რაც ქვეყანაში არეულობას არ გამოიწვევს. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლებაში ყოფნა არ ენატრება, თუმცა ქვეყნის გადასარჩენად მზად არის გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საქართევლოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, იმასაც, რომ პრემიერის პოსტს არასრული ვადით 2 წლით დაიკავებს, რაც მისი აზრით ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საკმარისი იქნება. მიხეილ სააკაშილის შეფასებით 31 ოქტომბრის არჩევნები ყოფნა-არყოფნის საკითხია. გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში სააკაშვილმა მისი მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მისი მიზანი სწორედ შეცდომების გამოსწორება იქნება.