“სტრატეგია აღმაშენებელი” საქართველოს მთავრობას მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებს. თეონა აქუბარდიას განცხადებით პროექტი რომლის არსებობაც ქვეყანაში კრიტიკულ სიტუაციაში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფდა შეჩრებულია. აქუბარდიას თქმით, ის 2023 წლამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რა ბედი ეწევა გაზსაცავის მშენებლობას.