რამდენად ეფექტურია კორონავირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე, სახელმწიფოს რეაგირება. ოპოზიცია ხელისფლებას ისევ აკრიტიკებს და თვლის, რომ კარვების დადგმა, სადაც მოქალაქეების კორონავირუსზე ტესტირება ხდება დაგვიანებული ნაბიჯია. მიაჩნიათ, რომ პანდემიის დროს ექიმებმა კარგად იმუშავეს, თუმცა მედიკოსების ნაშრომს მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. მმართველ პარტიაში ოპოზიციის კრიტიკას კომიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრალდება, თითქოს ხელისუფლება პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, სინამდვილეში მნიშვნლოვანი საკითხებიდან, ყურადღების გადატანის მცდელობაა.