Skygirls-ში მომხდარი ძალადობის ფაქტზე პოლიციამ კიდე ერთი პირი, ბარის მენეჯერი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე უკვე 3 პირია დაკავებულია. მათ 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბარის თანამშრომლებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ორი პირის მიმართ. არარეალური ანგარიშის გაპროტესტების გამო 33 წლის ივიკო ფრუიძე Skygirls-ის ექვსმა თანამშრომელმა, 22 აგვისტოს სასტიკად სცემა. ახალგაზრდა 6 მოძალადიდან ერთ-ერთს, რომელიც ბარის ადმინისტრატორი იყო განსაკუთრებულ აგრესიულობასა და მის წინაააღმდეგ მეტალის საგნის გამოყენაბაში სდებს ბრალს. ფრუიძე იმედოვნებს, რომ ძალადობაში მონაწილე ექვსივე პირი პასუხისგებაში მიეცემა.