პოლიციელს, რომელიც ლისის გზაზე არასრულწლოვანს დაეჯახა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ირაკლი ცომაიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე სიტყვით არ უსარგებლია, თუმცა ადვოკატმა განმარტა, რომ პატრულ ინსპექტორი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს შეეჯახა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურამ ირაკლი ცომაიას ბრალი საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარუდგინა.