გამოიყენებს თუ არა მმართველი გუნდი კორონავირუსის ეპიდემიას საარჩევნოდ – ხელისულეფების ოპონენტები ამბობენ, რომ პანდემია სწორედ მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს. მათი თქმით, მოსახლეობის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დაცვა აუცილებია, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ ხელისუფლება კორონავირუსს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მათი თქმით, ის დახმარება, რასაც “ქართული ოცნება” კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხს აძლევს, ისევ მოსახლეობის ჯიბიდანაა გასასტუმრებელი. ოპოზიცია საუბრობს სავალდებულო კარანტინზეც და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს წინასაარჩევნოდ ემიგრანტები ქვეყანაში არ შემოუშვას.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე ხელისუფლების მხრიდან, მოქალაქეთა უფლების შეზღუდვას და შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენებას, არ გამორიცხავენ არც პარლამენტის დამოკიდებელი დეპუტატები. მათი თქმით, მთავრობას უკვე კანონით აქვს მინიჭებული უფლება ნებისმიერ დროს გამოიყენოს შემზღუდავი ზომები, მათ შორის გადადგილების და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა.
ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველი გუნდში. ამბობენ, რომ კორონავირუსიის პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში სწორედ ხელისუფლება აღმოჩნდა. მათი თქმით, ვერც ერთი მთავრობა სათავისოდ COVID-19-ს ვერ გამოიყენებს.