თეა წულუკიანის ბრძანება, რომლითაც მარტოხელა მშობლებს სუროგაციით შვილის ყოლა ეზღუდებათ, ძალაშია (01.09.2020)

კანონი რომელიც დღეიდან ამოქმედდა  მარტოხელა მშობლებს  სუროგაციით შვილის ყოლას უზღუდავს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანება ძალაში დღეიდან შედის. ახალი რეგულაციების მიხედვით, სუროგაციის გზით შვილის ყოლის უფლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარ წყვილს შეეძლება. გარდა ამისა, მათ სულ მცირე, ერთწლიანი ქორწინება ან ამავე პერიოდით თანაცხოვრება მოეთხოვებათ. მინისტრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნა ნოტარიულად და შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს. წულუკიანის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.  ისინი წულუკიანის ბრძანებას დისკრიმინაციულს უწოდებენ.