2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს NDI-ისა და IRI-ს დამკვირვებლები არ დააკვირდებიან (31.08.2020)

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს NDI-ისა და IRI-ს დამკვირვებლები არ დააკვირდებიან. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კორონავირუსის შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე დამკვირვებლების ჩამოყვანა ამ ეტაპზე არ იგეგემება, თუმცა მისივე თქმით, ოქტომბერში გასამართ არჩევნებს ეუთოსა და ოდირი წარმომადგენლები მაინც დააკვირდებიან. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად ხელისუფლება დამკვირვებლებს სპეციალური რეისებით ჩამოიყვანს, საზღვარზე შემოსვლის შემდეგ კი ისინი PCR ტესტზე შემოწმდებიან. კობახიძის დღევანდელ განცხადებას არჩევნების გაყალბების წინაპირობად აფასებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ხელისუფლებას გაყალბებაში ხელს შეუშლიან ამიტომ “ქართული ოცნება” ამ პროცესს განგებ აჭიანურებს.