პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კაპმანიას აგრძელებენ. ქუთაისში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანია ოფიციალურად დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. გრიგოლ ვაშაძემ და ქუთაისის მერობის კანდიდატმა – გიგა შუშანიამ ქუთაისელ ამომრჩევლებს ქალაქის განვითარების პარტიის ხედვა და საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. საუბარი შეეხო ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების თემასაც.
ფოთში საარჩევნო შტაბი – “ევროპული სახლი” გახსნა, “ევროპული საქართველოს” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა – გიგა ბოკერიამ. შტაბის გახსნას ესწრებოდა ბოკერიას დედა, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია. “ევროპული საქართველო” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საჭადრაკო ტურნირებს გამართავს გეგმავს. პარტია შტაბში ადამიანებს უფასო იურიდიულ კონსულტაციის მიღებასაც სთავაზობს.
გურჯაანში რაიონული ორგანიზაცია გახსნა პარტია “ლელომ” და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი – ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა. შეხვედრაზე, რომელიც პარტიის ლიდერებსა და ამომრჩევლებს შორის შედგა, რაიონის პროლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს მმართველი პარტიაც. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებული ოლქიდან მაჟორიტარობისთვის – ანზორ ბოლქვაძე ბრძოლობს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატად კი მმართველმა გუნდმა იგივე ოლქში შუახევის მოქმედი მერი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა. მოსახლეობას კანდიდატები “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და პრემიერმა გიორგი გახარიამ წარუდგინეს.