ძალა შანტაჟის ენით საუბარში არ არის – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გუშინ გაკეთებულ პოლიტიკურ განაცხადს, რომლის მიხედვითაც, პარტია ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძეს დაუყენებს. FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ვაშაძემ გაერთიანების დატოვებით ოპოზიციური შეთანმხებაც დაარღვია, რასაც მათი მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. “ძალა ერთობაშიაში” შემავალი რამდენიმე პარტია ვაშაძეს სტრატეგიულ ტყუილში ადანაშაულებს და კითხვებს ახლა მისი დაფინასების შესახებ სვამს.
ვინ დაარღვია შეთანხმება და როგორ აისახება ეს ისნის რაიონში საბოლოო შედეგზე – მხარეები ამაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. “ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიათ, რომ ისანში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე ვაშაძეს გამარჯვების შანსი აღარ ჰქონდა, ამიტომ ამ გადაწყვეტილებით მათ ისნის ოლქი გადაარჩინეს. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ისანში დაყენებული კანდიდატის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავენ სხვა ოპოზიციური პარტიები. მიაჩნიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ეს გადაწყვეტილება შეთანხმების დარღვევისკენ გადაგმული ნაბიჯია.