“ევროპული საქართველოს” ვაკე-საბურთალოს საარჩევნო შტაბში პარტიის წევრებმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს. ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, პოლიციის გამჭვირვალობა, სახალხო დამცველის მანდატის ზრდა, პროკურატურის რეფორმა და სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება განზრახ მკვლელობის მუხლებთან დაკავშირებით – იმ რეფორმათა ნაწილია, რომლის გატარებასაც “ევროპული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს.