ახალი საეჭვო გარემოებები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში (27.08.2020)

ახალი საეჭვო გარემოებები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეში. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურაში გაეცნო მწყემსისა და პოლიციელის ჩვენებებს, სადაც არაერთი უზუსტობაა.  უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ცდომილების მიზეზი ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის დაფარვასაც მოწმეები ცდილობენ. მიხეილ რამიშვილი თვიმთკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ახალგაზრდა პროგრამისტის  გარდაცვალების საქმეზე  დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მოითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.