შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესზე ფრიდონ აბჟანდაძემ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და მოზარდზე სისტემატიური ძალადობა კატეგორიულად უარყო. მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა პროცესზე განმარტა, რომ არასრულწლოვან შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. აბჟანდაძის სიტყვის მიუხედავად, ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გარდაცვლილი ბავშვის მამა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ფრიდონ აბჟანდაძეს მაქსიმუმ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.