ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს ავრცელებს (25.08.2020)

“პატრიოტთა ალიანსის” ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით, თბილისის გარდა, უკმაყოფილებას თავად სოხუმშიც გამოთქვამენ.  ე.წ. სამამულო ომის ვეტერანთა ასოციაცია “არუას” წევრები, რომლებიც  საქართველოსთან რაიმე ფორმის შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ქართულ მხარესთან დიალოგმა, შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთის სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნას.ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველს ლაშა საქანიას, რომელიც ვიზიტის შესახებ იყო ინფორმირებული, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებია “არუას” წევრებიც.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიამ გასულ კვირას გაავრცელა, თუმცა პარტიის ლიდერმა ეს ინფორმაცია მხოლოდ გუშინ დაადასტურა. ირმა ინაშვილმა  ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოები გუშინ   სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა ინაშვილი, გიორგი ლომიასთან ერთად აფხაზეთში ილორის ტაძარს ეწვია, სადაც საჩუქრად ხატი მიიტანა.