30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში ერთმენეთის ხმების დასაცავად მემორანდუმი გააფორმა. პარტიები თანმხდებიან, რომ ერთმანეთის ხმების ჩართვაში ყველა უნდა ჩაერთოს და “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეიქმება კონკრეტული შტაბი, არჩევნების დღეს იმუშავებს ქოლცენტრი და პოლიტიკური ორგანიზაციები კოორდინირებულად იმოქმედებენ. შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს. ასევე შეიქმნება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ძალაში შევა საერთო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები დარღვევებზე.
30-მდე ოპოზიციურ პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმს აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც თვლიან, რომ რამდენიმე პოლიტიკური ინდმეწარმე ეცდება არჩევჯნებზე დესტრუქცია და არეულობა შემოიტანოს. “ქართულ ოცნებაში” თვლიან, რომ გაერთიანებული ოპოზიცია პოლიტიკური სუბიექტების ერთობაა, რომელიც ქვეყანას დესტაბილიზაციას ჰპირდება.