2 წლის ბავშვზე ძალადობის გამო პროკურატურამ ძიძას ბრალდება წაუყენა (24.08.2020)

2 წლის ბავშვზე ძალადობის გამო პროკურატურამ ძიძას  ბრალდება წაუყენა. უწყება მას ბავშვებზე ძალადობას ედავება, რაც 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქ. თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა. ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა 2 წლის მცირეწლოვან ბავშვზე. სამართალდამცველებმა ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს.