ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მრჩეველი ადასტურებს ინფორმაციას, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები აფხაზეთში იმყოფებოდნენ. ლაშა საკანია განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, აფხაზეთში ხატი ჩაიტანეს. საკანია ირწმუნება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლების ვიზიტი პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი იყო და, შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში მათ პოლიტიკური მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის აფხაზეთში საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ ოფიციალური კომენტარი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.