კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – ინფიცირებულთა რაოდნეობა 1421-მდე გაიზარდა (24.08.2020)

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდნეობა 1421-მდე გაიზარდა. ხუთით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და საბოლოო ჯამში 1137 პაციენტმა ვირუსის დამარცხებაშ ეძლო. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან – 2 ე.წ ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 იმპორტირებულია, ხოლო 1 ადამიანის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 4 აჭარას უკავშირდება.

ბოლო სამი დღეა დაბა მესტიასა და ლენჯერის თემში, განმეორებითი ეპიდკვლევა  მიმდინარეობს.  1216 ადამიანისთვის  აღებული ბიოლოგიური მასალიდან კოვიდ ინფექცია ლენჯერში  7 პირს, ხოლო ლენჯერის  გარე სოფლებში ოთხს დაუდასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, დადასტურებული 10 ახალი შემთხვევიდან, 3 მესტიას უკავშირდება. კვლევები მიმდინარეობს ლენტეხშიც. რაც შეეხება სვანეთს, საკარანტინე სივრცე  571-მა პირმა დატოვა, მათ განმეორებითი ტესტირების ჩატარებისას ვირუსი აღარ დაუდასტურდათ. კორონავირუსის სტატისტიკასა და მიმდინარე კვლევებზე დღე მედიასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმზღვანელმა ისაუბრა.