სიტყვის კაცობა უპირველესი პრინციპია, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს – გიორგი ვაშაძე (21.08.2020)

გიორგი ვაშაძეს იმედი აქვს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები შეცდომას არ დაუშვებენ და ისანში კონკურენტად მაჟორიტარს არ დაუყენებენ. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი კიდევ ერთხელ ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ისანში, საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის  შესაძლო წარდგენას. გიორგი ვაშაძე თვლის, რომ  თუ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ოპოზიციის ერთობას დააზიანებას, რაც საბოლოოდ, მისივე შეფასებით, ოლიგაქრის დამარცხებას ხელს შეუშლის.

დღევანდელ ბრიფინგზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები მთავრობის მიერ ონკოლოგიური პაციენტების დაფინასების საკითხსაც შეეხნენ და მმართველი ძალა დაგვიანებულ მოქმედებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციაში  მიაჩნიათ, რომ ონკოლოგიური პაციენტების სამკურნალოდ წინასწარგაწერილი გეგმაა საჭირო, რაც ხელისუფლებას არ აქვს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მათ მიერ შემუშავებულ სტრატეგიას სთავაზობენ, სადაც მთავარი აქცენტი ადრეულ დიაგნოსტიკაზე კეთდება.