ჩამოვლენ თუ არა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები – ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” სურს, რომ არჩევნების დღეს დამკვირვებელთა რაოდენობა მცირე იყოს, რასაც კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხით ახსნის. “ევროპულ საქართველოში” გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ დამკვირვებლების ჩამოყვანის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების შეფერხებების გარეშე ჩამოყვანა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, არჩევნების სანდობაა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.