არჩევნებამდე თითქმის 2 თვით ადრე პარტია “თავისუფალი დემოკრატები” სამმა ლიდერმა დატოვა. შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარტიის გამგეობამ საარჩევნო სიის სათავეში კონკრეტული პირების ჩაწერა მოითხოვა. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შალვა შავგულიშემ პარტიის დატოვების მიზეზები დეტალურად განმარტა და თქვა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში მას არ ექნებოდა გარანტია, რომ მისი უკვე ყოფილი ტანაპარტიელები “ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიდნენ. პარტიიდან წამოსულები ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტიული კუთვნილების გარეშე გააგრძელებენ, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თანამშრომლობას “ევროპულ საქართველოსთან” გეგმავენ.