17 წლამდე ბავშვებისთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა დღეს მთავრობის მეთაურმა. გიორგი გახარიას თქმით, ის პირები, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებენ – პასუხისგებაში მიეცემიან. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში უკვე 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული. მისივე თქმით, რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძლედება, ხოლო დამხარებების გაცემა სექტემბრიდან დაიწყება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება. გიორგი გახარიას თქმით, პროგრამა 8000 ლარით გაიზრდება. პრემიერი ამბობს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მისი ინფორმაციით, პროგრამით დღეს ქვეყანაში 1 972 მოქალაქე სარგებლობს და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.